Lyrics for a song - Chemi Tbilisi Sagamos
ჩემი თბილისი საღამოს
ჩემი თბილისი საღამოს,
პატარძალივით ირთვება,
ბედის ვარსკლავი მიღიმის,
შენთან შეხვედრას მპირდება,
ბედის ვარსკლავი მიღიმის,
შენთან შეხვედრას მპირდება.
ფიქრის ზღვის პირას მიფრინავს
ნაირფერებით მორთული,
როგორც ლექსები ლადოსი,
როგორც სომღერა ქართული,
როგორც ლექსები ლადოსი,
როგორც სომღერა ქართული.
მოდი, მოდი, მოფრინდი ოცნებავ,
ლურჯო, ლურჯო ოცნებავ ღამისა,
ნუთუ, ნუთუ შენდობა არა გაქვს
ასე ლამაზი რამისა.
როცა პატარძლის კაბაში
გულდამშვიდებულს გნახავო,
ჩემი მეჯვარე იქნება
ჩემი თბილისის საღამო,
ჩემი მეჯვარე იქნება
ჩემი თბილისის საღამო.