Lyrics for a song - Dzveli Tbilisi Isev Migonebs
ძველი თბილისი ისევ მიგონებს
ძველი თბილისი ისევ მიგონებს, ნისლივით ჩნდება დარდი,
ერთ დროს პირველი მეფაეტონე ქუჩაში ფეხით დადის,
ძნელი ყოფილა თურმე სიბერე, გულო გაუძელ ტკივილს,
წვიმა მოსულა, არვის ეგონოს გაყიდულ არღანს სტირის.
ფანჟარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია
არ მომიკლოთ გენაცვათ, ჩემი სიყვარულია.
მზეზე ვთბები და ხჭირად ვიხსენებ, რაღაც მინდოდა მეთქვა,
ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე, რისთვის მოვედი თქვენთან.
არც ფაეტონი, აღარც ცხენები, რატომ არაფერს მეტყვით,
სად მიმაქროლებს ჭენებ-ჭენებით წუთისოფელის ეტლი.
ფანჟარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია
არ მომიკლოთ გენაცვათ, ჩემი სიყვარულია.