სიმღერა თბილისზე
Lyrics for a song - Song About Tbilisi (Tbiliso). Composer – Revaz Lagidze
ნეტავ სად არის კიდევ ცა,
უძირო, ლურჯი, ხალასი,
სწორედ ისეთი, როგორც შენია,
ნაიარევი წარსული,
ნანგრევი ნარიყალასი,
ჭაღარასავით შემოგრევია
თბილისო, მზის და ვარდების მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი
სად არის ჭაღარა მთაწმინდა
ჩაივლი მტკვართან ხეივანს
და გაზაფხულის ჭადრები,
გეგებებიან, როგორც მაყრები.
აქ არ იმღერო ძნელია,
აქ ხომ ფოთლებიც მღერიან
და ცას ფირუზზე ლურჯი ფერი აქვს.
თბილისო, მზის და ვარდების მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი
სად არის ჭაღარა მთაწმინდა